ქართული | English | 日本語
სამება

იაპონური ანიმეს ფესტივალი



თბილისი

თარიღი: 13-15 დეკემბერი

ადგილი: კინოთეატრი ამირანი (კოსტავას ქ. 36)


გორი

თარიღი: 21 დეკემბერი

ადგილი: მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი (მშვიდობის ქ. 12 ა)


*** დასწრება თავისუფალია ***



● დროში მოგზაური გოგონა (2006; 98 წუთი)




რეჟისორი:
მამორუ ჰოსოდა

ენა: იაპონური

სუბტიტრები: ინგლისური, ქართული



მოკლე შინაარსი:

მაკოტო კონო 17 წლის სკოლის მოსწავლე გოგონაა. მოულოდნელად მისი ყოველდღიური ცხოვრება გარდაიქმნება და ის გახდება გმირი, ვინც იმოგზაურებს 21-ე საუკუნეში.

მაკოტოს კლასში ჰყავს ორი უახლოესი მეგობარი - ბავშვობის მეგობარი კოსუკე ცუდა და ჩიაკი მამია. მაკოტო მათთან ბურთის თამაშს ამჯობინებს გაკვეთილების შემდეგ, ვიდრე სხვა კლასელ გოგონებთან გართობას. მათი მეგობრობა ყოველდღიურია და უშუალო. მაგრამ მოულოდნელად მათ ცხოვრებაში დიდი ცვლილება ხდება. მაკოტოს ეძლევა დროში მოგზაურობის ნიჭი და შეუძლია ცხადად დაინახოს მოვლენები. როდესაც თავის ნიჭს კარგად დაეუფლება ის ცდილობს მის ყოველდღიურ გამოყენებას საკუთარი სურვილებისა დასაკმაყოფილებლად...



● მზის პრინცი: ჰოლსის თავგადასავალი (1968; 82წუთი )




რეჟისორი:
ტაკაჰატა ისაო

ენა: იაპონური

სუბტიტრები: ინგლისური, ქართული




მოკლე შინაარსი:

სოფელს თავს დაესხნენ გიგანტური ქვის ურჩხულის მუგის მგლები. ჩვილი ჰოლსის გადარჩენა მამამ შესძლო. ჰოლსმა ამოიღო ურჩხულის მხარში ჩასობილი მახვილი. მუგმა ჰოლსს უთხრა, რომ ეს მზის მახვილია და თუკი ჰოლსი შესძლებდა ამ მახვილისათვის თავიდან ძალის მიცემას, მაშინ მუგი აღიარებდა მას მზის პრინცად. ჰოლსი დათვის ბელ კოროსთან ერთად გარბის საბრძოლველად სამყაროს მართვის სურვილით შეპყრობილ გრუნვალდის და მის ქვეშევრდომთა წინააღმდეგ. როგორც კი ურჩხული მოკლა, ჰოლსი ერთ-ერთ განადგურებულ სოფელში შეხვდება მომხიბვლელ გოგონა ჰილდას, რომელიც ზეციური ხმით მღერის. ის წამოიყვანს გოგონას თავის ახალ სახლში, მაგრამ მალე აღმოჩნდება, რომ გოგონასთვის უმჯობესი იყო მარტო დარჩენა…

მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციას დიდი ფინანსური მოგება არ მოუტანია, "მზის პრინცი: ჰოლსის თავგადასავალი", აღიარეს იაპონურ ერთ-ერთ საუკეთესო ანიმაციად.



● 5 სანტიმეტრი წამში (2007; 63 წუთი)



რეჟისორი:
მაკოტო შინკაი

ენა: ქართული (ორიგინალი ენა: იაპონური)

სუბტიტრები: ინგლისური



მოკლე შინაარსი:

"5 სანტიმეტრი წამში" არის მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, რომელიც შედგება სამი დამოუკიდებელი ნაწილისაგან, და რომელთა მთავარი მოქმედი გმირია ბიჭი ტაკაკი. მას შემდეგ, რაც დაწყებით სკოლაში გადავიდნენ, ტაკაკი და აკარი საუკეთესო მეგობრები გახდნენ, მაგრამ შემდგომ მათი ოჯახები იძულებულნი გახდნენ, რომ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ და მათი ცხოვრებაც შეიცვალა. რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ ტაკაკი ცდილობს აკარისთან შეხვედრას. ის ტოკიოდან მატარებლით გაემგზავრება და სულს უფორიაქებს მოგონებები და ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეხვდებიან ისინი ერთმანეთს და თუ როგორ გაუზიარებენ დაფარულ გრძნობებს.

ფილმის დასახელება "5 სანტიმეტრი წამში" ასახავს სიჩქარეს, როდესაც ალუბლის ყვავილები ცვივა ხეებიდან და რემინისცენციაა ცხოვრების შენელებული კადრების, და იმისა, თუ როგორ იწყებენ ადამიანები ერთად ცხოვრებას, მაგრამ როგორ შორდებიან ერთმანეთს და მათი გზებიც ნელნელა იყრება.



* * * * * * * *


【განრიგი】

პარასკევი, 13 დეკემბერი 19:00 დროში მოგზაური გოგონა
შაბათი, 14 დეკემბერი

12:00 5 სანტიმეტრი წამში

14:00 დროში მოგზაური გოგონა

16:00 მზის პრინცი: ჰოლსის თავგადასავალი

კვირა, 15 დეკემბერი

12:00 დროში მოგზაური გოგონა

14:00 მზის პრინცი: ჰოლსის თავგადასავალი

16:00 5 სანტიმეტრი წამში

შაბათი, 21 დეკემბერი

14:00 5 სანტიმეტრი წამში